Friday, June 28, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
  "ქართველი ხალხის ეთნოგენეზი"

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
    ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა                         მოსაზრებებს ქართველთა წარმომავლობის შესახებ.

3. პროექტის აქტუალობა:
    ვთვლი რომ პრიექტი აქტუალური იქნება იმ მხრივ, რომ თითოეული         ქართველისთვის საინტერესოა თუ საიდან მოდის ჩვენი ფესვები.

4. პროექტის მიზანი:
    პროექტის მიზანია ბავშვებმა უფრო ღრმად და საფუძვლიანად  შეისწავლონ  
    საქართველოს ისტორია და ქართველთა ეთნოგენეზი.
5. მონაწილეთა ასაკი:
    16-17

6. ვადები/ხანგრძლივობა:
    1 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
    საბოლოოდ უნდა მივიღოთ ტექსტური მასალა, შეიძლება მას ვუწოდოთ საკონფერენციო თემაც.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
    პროექტისთვის შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ლიტერატურა: გ. მელიქიშვილი - "საქართველოს, კავკასიისა სა მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის ეთნოგენეზის საკითხისათვის", "საქართველოს ისტორიის ნარკვევები", ივ. ჯავახიშვილი - "ქართველი ერის ისტორია". ასევე შეიძლება მასალის მოპოვება ინტერნეტშიც.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
    თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები შეიძლება დაიყოს 4 ჯგუფად: ორი ჯგუფი მოიძიებს მასალას ქართველ ისტორიკოსთა ნამუშევრებიდან და ორი ჯგუფი - ანტიკური ისტორიკოსებიდან. მოსწავლეები მასალას მოიძიებენ სხვადასხვა ლიტერატურიდან და საბოლოოდ მოახდენენ მის პრეზენტაციას.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასტან კავშირი:
      საქართველოს ისტორიასთან

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
      თამთა აფხაზავა

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
      tamtaapkhazava7@gmail.com     tamta555@yahoo.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
      http://tamtaapkhazava.blogspot.com/

პრეზენტაცია

სურათები

ბაგრტ III


ერთიანი საქართველოს მეფეები